მკითხველის თეატრი

საწრეო მუშაობა
(II-სემესტრი. 20018 წელი)
წრის დასახელება; მკითხველთა თეატრი.წრის ხელმძღვანელი; ნონა დათაშვილი.მიზნობრივი ჯგუფი; მე- 7-ე, მე-7-ვ კლასის მოსწავლეები.წრის მიზანი: მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ე. ს. გ.-ის მოთხოვნათა შესაბამისად, აგრეთვე აუდიტორიის ყურადღების მიღწევის მიზნით სხეულის ენის, მეტყველებაში ინტერვალის, ხმის დონეებისა და ჟესტ-მიმიკების ფლობა.საწრეო მუშაობის მოკლე დახასიათება· კითხვის სტრატრგიების გამოყენება, ფლობა, გაღრმავება;· გარითმის სქემისა და სალექსო საზომის ამოცნობა;· ლექსისა და ტექსტის მუსიკის მოსმენა და მისი დაკავშირება ემოციასთან ან განწყობასთან.· პოეტური წარმოსახვის მოშველიება;· დრამატული ნაწარმოების წაკითხვა და მათი გადმოცემა ავტორისეული რემარკებით, დიალოგებითა და მონოლოგებით.· პერსონაჟთა ემოციების, სიხარულის, წუხილის, შიშის,იმედის ან მოლოდინის გადმოცემა ჟესტ- მიმიკებითა და ხმის ტემბრით .
:ĺწრის მუშაობის ხანგრძლივობა ერთი აკადემიური საათი თვეში ორჯერ, სამშაბათობით, ხუთი გაკვეთილის შემდეგ. მეოთხე სართული , მე-7 ,,ე“კლასის კაბინეტი.
საწრეო მუშაობის განრიგი
N. თარიღი მეცადინეობის ხანგრძლივობა დღე შენიშვნა 1. 13თებერვალი 1 აკადემიური საათი სამშაბათი 2. 27 თებერვალი 1 აკადემიური საათი საშაბათი 3. 6 მარტი 1 აკადემიური საათი საშაბათი 4. 27 მარტი 1 აკადემიური საათი საშაბათი 5. 10 აპრილი 1 აკადემიური საათი საშაბათი 6. 24. აპრილი 1 აკადემიური საათი საშაბათი 7. 8 მაისი 1 აკადემიური საათი საშაბათი
საწრეო მუშაობის პროგრამა
N. თვე ,რიცხვი , წელი. თემა აქტივობა მიზანი რესურსები 1. 13.II.2018. ჯგუფის წევრებთან შეხვედრა და მათი ერთმანეთთან გაცნობა.სამუშაო თემატიკის განხილვა- შერჩევა.მინი ლექცია:სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფიის გაცნობა, ა).ს.ს. ორბელიანის ბიოგრაფიის გაცნობა,ბ)მისი იგავი:,,სოფლის მაშენებელნი“. ტექსტზე მუშაობა .მხატვრულ კითხვაში ვარჯიში,გ).ლექსიკონის გამოყენება. მიზნის მისაღწევად შესაბამი კითხვის სტრატეგიების გამოყენება.გამომეტყველებით კითხვაში ვარჯიში, ჟესტ მიმიკებისა და ენის ფლობა.მოსწავლეთათვის უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა. წიგნი, მარკერი,დაფა,ცარცი,ფერადი ქაღალდები,მუყაოს ფურცლები,წებო, მაკრატელი.გამომეტყველებითი კითხვის შეფასების ფურცლის დამზადება, ემოციების ტაბულა. 2. 27. II. 2018. სულხან საბა ორბელიანის იგავი,,სოფლის მაშენებელნი“ ინსცენირებაზე მუშაობა. ა). როლების განაწილება.ბ).პერსონაჟების ხასიათების ამოცნობა.გ). ხმის, იმტონაციის , ტემპის, შესიტყვება ხასიათთან.დ). პერსონაჟების ნიღბების დამზადება. პერსონაჟთა ხასიათებზე დაყრდნობით ავტორის მთავარი სათქმელის ამოცნობა. წიგნი, მარკერი,დაფა,ცარცი,ფერადი ქაღალდები,მუყაოს ფურცლები,წებო, მაკრატელი.გამომეტყველებითი კითხვის შეფასების ფურცლის დამზადება, ემოციების ტაბულა. მშობლების მოწვევა. 3. 6. III. 2018. სიმღერად ქცეული ლექსები; აკაკი წერეთელი-,,სულიკო“. მურმან ლებანიძე-,,ბევრს არ დაგპირდები“, ვაჟა-ფშაველა-,,სამეფოს სიმღერა“ და სხვ. ა).კითხვის სტრატრგიების გამოყენება, ფლობა, გაღრმავება;ბ).გარითმის სქემისა და სალექსო საზომის ამოცნობა;გ).ლექსისა და ტექსტის მუსიკის მოსმენა და მისი დაკავშირება ემოციასთან ან განწყობასთან. სიმღერად ქცეული ლექსების წაკითხვა მხატვრულად, პოეტების მთავარი სათქმელის ამოცნობა, კონკურსი მხატვრულ კითხვაში. წიგნები. კომისიის წევრები, მხარვრული კითხვის შეფასების კრიტერიუმები. 4. 27. III. 2018 აქტიური მკითხველი. რევაზ ინანიშვილი-,,ჩიტების გამომზამთრებელი“(პიესა).მინი ლექცია დრამატული ჟანრების გასაცნობად. ა) ტექსტის წაკითხვა.- როლებში.ბ) ოთახის ინტერიერისათვის მზადება. მოთხრობის წაკითხვა-შესწავლა პაპა- ბებიებისა და შვილიშვილების ურტიერთობების შესახებ. წიგნი, მარკერი,დაფა,ცარცი,ფერადი ქაღალდები,მუყაოს ფურცლები,წებო, მაკრატელი.გამომეტყველებითი კითხვის შეფასების ფურცლის დამზადება, ემოციების ტაბულა. 5. 10. IV. 2018. აქტიური მკითხველი.-რევაზ ინანიშვილის მოთხრობის ,, ჩიტების გამომზამთრებლის“ ინსცენირება - საკლასო პირობებში. ა). როლების განაწილება.ბ).პერსონაჟების ხასიათების ამოცნობა.გ). ხმის,იმტონაციის , ტემპის, შესიტყვება ხასიათთან.დ).პერსონაჟების ნიღბების დამზადება. მოსწავლეთათვის ოჯახში წამოჭრილი პრობლემების გათავისება და მათი დამოკიდებულებებისა და ურთიერთობების წარმოჩენა ოჯახის სხვა წევრებთან. მაგიდა, სკამები, იატაკის საწმენდი ჯოხი, თეფსი კოვზი, ჭიქა , წიგნი, წინსაფარი, სპორტული შარვალი.მშობლებისა და კოლეგების მოწვევა. 6. 24. IV. 2018. საინფორმაგიო-სასწავლო ლიტერატურის კითხვა. ა).მინი ლექცია-კითხვის როლი ადამიანის ცხოვრებაში.ბ).კითხვის სახეების ამოცნობის საშუალებები.გ).კითხვის თითოეული სახის დამახასიათებელი ნიშნები. მოსწავლეთათვის კითხვის მნისვნელობაზე დაკვირვება, საინფორმაციო ტექსტოს კითხვის სტრატეგიების გაცნობა. წიგნი, მარკერი, შავი ფანქარი, საშლელი, კითხვის მახასიათებელი ნიშნების ტაბულა. 7. 8. V. 2018. შემაჯამებელი ტესტები მასწავლებლის მიერ შექმნილ ტესტებზე მუშაობა. შეძლებენ თუ არა მოსწავლეები საწრეო მუშაობაში მიღებული ცოდნის გამოყენებას.
წ რ ი ს წ ე ვ რ ე ბ ი1. არაბული ნესტანი მე-7 ,,ე“-კლასი2. ადამია სალომე ,, ,,3. ასთავიშვილი ნინო ,, ,,4. აღაპიშვილი მარიამი ,, ,,5. გოგოჩიშვილი ლიკა ,, ,,6. თაზაგუროვა სანდრა ,, ,,7. ყურფანიშვილი ნინო ,, ,,8. ქურციკიძე შოთიკო ,, ,,9. კილაძე დავითი ,, ,,10. დათუკიშვილი ნიკა მე-7 ,,ვ“-კლასი11. დათუკიშვილი სოსო ,, ,,12. მამისაშვილი მარიამი ,, ,,13. სადოიანი ნიკა ,, ,,14. პარასკევაშვილი აკაკი ,, ,,15. მინდიკაური მარიამი ,, ,,16. ჩიტაური დიანა ,, ,,17. გოგინაშვილი ნიკა ,, ,,
დიდი სიხარულითა და ინტერესით ველოდები 13 თებერვალს,მსურს უსაფრთხო და მოულოდნელობებით აღსავსე შეხვედრა მოვუწყო წრის წევრებს, გავაცნო ერთმანეთი, ურთიერთპატისაცემი და კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო შევუქმნა . გავაცნო წრის სამუშაო პროგრამა, განრიგი, გავითვალისწინო მათი თვალსაზრისი. საჭირო შემთხვევაში პროგრამის მოდიფიცირება მოვახდინო.
9.02. 2018წ.
წრის ხელმძღვანელი: ნ. დათაშვილი.
წრის პირველი შეხვედრა
მიმდინარე წლის 13 თებერვალს 107-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა ქართული ენისა და ლიტერატურის "მკითხველის თეატრის"წრის მეცადინეობა. მეცადინეოობაზე დასწრების სურვილი გამოთქვეს მე 7ე და მე 7ვ კლასის მოსწავლეებმა.წრის ხელმძღვანელმა,ნონა დათაშვილმა მოსწავლეებს გააცნო საწრეო მუშაობის გეგმა,თემატიკა და განრიგი.პარალელური კლასელები გაეცნენ ერთმანეთს . მუშაობისას იყო უსაფრთხო და ურთიერთსაპატივსაცემო გარემო. წრის მეცადინეობა დაიწყო ლექსის წაკითხვით.მოსწავლეებმა იმოგზაურეს სულხან-საბა ორბელიანის ეპოქაში,გაიხსენეს ეზოპეს ენა,სულხანის ცხოვრების ეპიზოდები,გაეცნენ გამომეტყველებითი კითხვის სტრატეგიებს და გაინაწილეს როლური თამაშისათვის იგავი-"სოფლის მაშენებელი".წრის მუშაობის დაწყებამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
მეორე შეხვედრა
26თებერვალს ქართული ენისა და ლიტერატურის მკითხველთა თეატრის წრის წევრები კვლავ შეიკრიბნენ და შეეცადნენ გაეცოცხლებინათ სულხან-საბა ორბელიანის იგავ "სოფლის მაშენებლის"პერსონაჟები. მოსწავლეებმა მოირგეს მელიის,ძაღლისა და მამლის ნიღბები. ჟესტ -მიმიკებითა და ხმის ტემბრის მიბძვით ცდილობდნენ იგავის მთავარი სათქმელის გადმოცემას.მათ შექმნეს გამომეტყველებითი კითხვის შეფასების ფურცელი.მოსწავლეები ერთმანეთს აფასებდნენ შეფასების რუბრიკით,წრის ხელმძღვანელმა ნონა დათაშვილმა მოსწავლეებს მისცა დავალებები შემდეგი შეხვედრისათვის.
27.02.18
ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნ.დათაშვილი.
მშობელთა განცხადებები




მორიგი შეხვედრა
20 მარტს შედგა მკითხველთა თეატრის წევრების მორიგი შეხვედრა, მოსწავლეები კვლავ ხალისიანად შეუდგნენ თავიანთ საქმიანობას, დღეს ხომ ქართული პოეზიის მეფის, გალაკტიონ ტაბიძის, შემოქმედება უნდა გაეხსენებინათ. მოსწავლეებმა გაიმეორეს პოეტის უკვე შესწავლილი ლექსები, შეისწავლეს მათთვის ტაბიძის ჯერ კიდევ უცნობი ლექსები, შეეცადნენ მათ გამომეტყველებით კითხვას, შეფასებას მათ მიერვე წინაწარ შედგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, ასევე ისაუბრეს პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. შეხვედრამ ნაყოფიერად და ხალისიანად ჩაიარა.
ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი : ნონა დათაშვილი
22 03. 2018 წ.






23 აპრილს შედგა ქართული ენისა და ლიტერატურის მკითხველთა თეატრის წევრების შემდგომი შეხვედრა . მოსწავლეებს დაევალათ წარმოედგინათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ტარტარენ ტარასკონელი გასცდა ტარასკონის საზღვრებს და ეწვია ლუარსაბ თათქარიძეს საქართველოში. რას მოიწონებდა ლუარსაბის საკლ-კარსა და ყოფაში, რას დაიწუნებდა, რას გაიკვირვებდა.
მოსწავლეებმა შექმნეს წერის შეფასების რუბრიკა და შეეცადნენ შეეფასებინათ მოცემული კრიტერიუმებით ერთმანეთის ნამუშევრები. მათ ასევე დახატეს ლუარსაბისა და ტარტარენის პორტრეტები და მათი სახლ-კარი.
ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნონა დათაშვილი.
23.04. 2018წ.









მიმდინარე წლის 8 მაისს შედგა მკითხველთა თეატრის წევრების მორიგი შეხვედრა. მოსწავლეთა თხოვნით მოხდა წრის სამუშაო გეგმის მოდიფიცირება, მოსწავლეებს ძალზე დააინტერესათ აკაკი წერეთლის პოემამ ,,თორნიკე ერისთავი". ისტორიულმა ამბავმა,რომელიც მას დაედო საფუძვლად, ბავშვებმა იმოგზაურეს მეათე საუკუნეში, გაიხსენეს ქართველთა და ბერძენთა გაერთინებული ლაშქრით ბარდას სკლიაროსის დამარცხება, ისაუბრეს დავით კურაპალატის დროინდელ საქართველოსა და სამსჯავროზე. გაიხსენეს სასწაულმოქმედი ხატის ისტორია, წაიკითვეს პოემიდან ნაწყვეტები და თემები: თორნიკესა და ივანე სულისძის თავგადასავალი.
11 მაისი, 2018 წ.
ნონა დათაშვილი





შემაჯამებელი შეხვედრა
სასწავლო წლის დასასრულს , 12 ივნისს, კვლავ შეიკრიბნენ ,,მკითხველთა თეატრის "წევრები. მათი შეხვედრის მიზანი იყო შეეჯამებინათ საწრეო მუშაობა და ესაუბრათ სამომავლო გეგმებზე. აგრეთვე ემსჯელათ და გაერკვიათ იცოდნენ თუ არა სავეფხისტყაოსნო წერა-კითხვა. ასევე შეეცადნენ ილუსტრაციებზე დაკვირვებით ამოეცნოთ და თანამიმდევრობით გადმოეცათ ეპიზოდების შინაარსები ,,ვეფხისრტაოსნიდან" . მოსწავლეებმა ისაუბრეს , ფრიდონის, ავთანდილისა და ტარიელის თათბირის შესახებ ქაჯეთის ციხის აღებისას, ისაუბრეს თუ ვისი ვერსია იყო ყკელაზე უკეთესი ქაჯეთის ციხის აღებისას, ისაუბრეს მხატრულ ხერხებზე -მეტაფორა, პოეტის ბიოგრაფიის შესახებ, იმოგზაურეს საქართველოს ,,ოქროს ხანაში" და გაიხსენეს ციტატები და აფორიზმები ვეფხისტყაოსნიდან, ჩატარდა კონკურსი თემაზე; ,,ვინ იცის შოთას აფორიზმები".
მოსწავლეებმა ასევე შეავსეს წრის ხელმძღვანელის მიერ შედგენილი საწრეო მუშაობის შეფასების ფურცელი, რათა სამომავლოდ გათვალისწინებულიყო მოსწავლეთა სურვილები და ინტერესები.
წრის ხელმძღვანელი ნონა დათაშვილი.








მომავალ შეხვედრამდე!












ძალიან მომეწონა,წარმატებებს გისურვებთ.
ОтветитьУдалить